03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
"საქართველო გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც გადაიჭრება C ჰეპატიტის პრობლემა," - ირაკლი ღარიბაშვილი

"საქართველო გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ბოლომდე გადაიჭრება C ჰეპატიტის პრობლემა და მთლიანად დაიძლევა ეს უმძიმესი დაავადება," – ამის შესახებ განცხადება  პრემიერ-მინისტრმა დღეს დავით სერგეენკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა პრემიერ-მინისტრს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.  

მისი განმარტებით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვით მომავალი წლიდან საქართველოში დაიწყება უპრეცედენტო პროგრამა – C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი „სოფუსბუვირი“ შემოვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

აშშ-ში ჯანდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტის დროს შეთანხმდა ახალი მედიკამენტის უმოკლეს ვადაში რეგისტრაციისა და საქართველოს მოსახლეობის პრეპარატთან წვდომის საკითხები.

დღის ამბები