03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
სოფელ ახალშენში ნაღმი აღმოაჩინეს

აჭარაში, სოფელ ახალშენში მდებარე ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ნაღმი აღმოაჩინეს. საბრძოლო მასალა მოქალქემ შენიშნა და 112-ის სამსახურს შეატყობინა.

თვითმხილველის განცხადებით, იგი მდინარის კალაპოტის გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებდა, რა დროსაც ყუმბარა ნახა და ის სამხედრო ბატალიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანა.

შემთხვევის ადგილზე გამნაღველები და აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

 

დღის ამბები