03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
"დაიცავით წესრიგი! არ დაუშვათ უკანონობა!" - ღარიბაშვილი პოლიციას მიმართავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებს მოუწოდებს, დაიცვან წესრიგი ხვალინდელ აქციაზე და აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა, რომელიც მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას ხელს შეუშლის.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის დეოკუპაციია საქართველოს თითოეული მოქალაქის მისწრაფება და, ამიტომაც სრულიად მიუღებელია, როცა საყოველთაო პროტესტს ქვეყნის ანექსიის წინააღმდეგ ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალა თავის თავზე მიიწერს და ქვეყნის მთლიანობის იდეას მხოლოდ საკუთარ თავთან აიგივებს. იმედი მაქვს, რომ აქცია ჩაივლის ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ დემოკრატიული პრინციპების ერთგულია," - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიმართვაში.

პრემიერ-მინისტრი განცხადებას facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები