03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
საპატრიარქო 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციასა და კონტრაქციასთან კავშირს უარყოფს

15 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო, რომელშიც მითითებულია, რომ ხვალისათვის დაგეგმილია აქციაც და კონტრ-აქციაც და, გარკვეულწილად, ორივე მხარე ცდილობს, ეკლესია ჩართონ ამ პროცესებში. იმ აზრსაც ავრცელებენ, თითქოს კონტრაქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ტარდება. საზოგადოებას გვინდა, განვუმარტოთ, რომ 15 ნოემბერს დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და არც ზოგადად საქართველოს ეკლესიის ინიციატივით არ ხორციელდება.

ეს არის ამ თავყრილობების ორგანიზატორთა თავისუფალი ნების გამოხატულება. ჩვენ, ჩვენის მხრივ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავი აარიდონ პროვოკაციებსა და ურთიერთდაპირისპირებას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები