03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
"არა ანექსიას!" - "ნაციონალური მოძრაობა" ხვალინდელი აქციისთვის ემზადება

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მსვლელობა. თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქციის პარალელურად მოსახლეობა რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობას საოკუპაციო საზღვართანაც გააპროტესტებს.

არა ანექსიას! - ამ შინაარსის მემორანდუმს ხელი 10-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მოაწერა.

15 ნოემბრის აქციის უსაფრთხოდ ჩატარებისა და პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური თათბირი გაიმართა. შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის წევრებიც" იმყოფებოდნენ. მათ გარანტია მიიღეს, რომ სამართალდამცველების მხრიდან მონაწილეთა უფლებები და უსაფრთხოება კანონის მოთხოვნის შესაბამისად იქნება დაცული.

საგანგებო განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმაც, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ერტი პარტიის საკუთრება არ არის. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს და სამართალდამცველებს წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები