03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველო რეფორმატორი, თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი, საუკეთესო პიროვნება, არაორდინალური, კარგი მენეჯერი,  - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სიტყვებისა, რომელიც კახა ბენდუქიძემ გარდაცვალების შემდეგ დაიმსახურა.

მას შემდეგ, რაც კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ქართველი და  უცხოელი პოლიტიკოსები, ხელოვანები და უბრალო მოქალაქეები გამორჩეული რეფორმატორის შესახებ საუბრობენ და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებენ.

დღეს მას ყველა დადებითად იხსენებდა, ისეთებიც კი, ვინც მის მეგობრად არ ითვლებოდა.

კახა ბენდუქიძე ბოლო სამი თვეა, საქართველოში არ იმყოფებოდა. ის ოპერაციის გასაკეთებლად ლონდონში იმყოფებოდა. სწორედ ბრიტანეთში ნახეს ის გარდაცვლილი. გარდაცვალების მიზეზად კი ბუნებრივი სიკვდილი სახელდება.

გვიან ღამიდან ხალხმრავლობაა მის მიერ დაარსებულ თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები, ლექტორები და კახა ბენდუქიძის მეგობრები იკრიბებიან.

თუ როდის გადმოასვენებენ ცხედარს ლონდონიდან სამშობლოში, ეს ამ დრომდე უცნობია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები