03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
როდის შემოვა საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობისთვის მსოფლიოშო ყველაზე აპრობირებული მედიკამენტი

ახალი პრეპარატი, რომლითაც C-ჰეპატიტით დაავადებულებებს უმკურნალებენ, საქართველოში მომავალი წლის დასაწყისიდან შემოვა.

"სოვალდი" მედიცინაში ინოვაციაა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული წამალია და ის დაავადებას მთლიანად კურნავს. მკურნალობის კურსი 84 ათასი დოლარი ჯდება. თუმცა, როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველოში ამ პრეპარატს ნებისმიერი მოქალაქე ხელმისაწვდომ ფასად შეიძენს.

შეთანხმებას ჯანდაცვის მინისტრმა შეერთებულ შტატებში ფარმაცევტული კომპანია ”გილეადისა” და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიაღწია.

C-ჰეპატიტის მუკურნალობის პროგრამა სწორ მკურნალობას, პრევენციას, მონიტორინგსა და დიაგნოსტირებასაც მოიცავს, რისი ფასიც, სამინისტროს დაპირებით, ასევე ხელმისაწვდომი იქნება. 

პროგრამის სრულყოფილად ამოქმედებისთვის სახელმწიფო წამლის შემოტანისა და მისი არალეგალურად გაყიდვის შესაძლებლობებს მკაცრად გააკონტროლებს.
საქართველოში C-ჰეპატიტის მკურნალობა პატიმრებისთვის უფასოა, რიგითი მოქალაქეები კი 60-პროცენტიანი ფასდაკლებით სარგებლობენ, რაც 2 ათას დოლარს აღწევს.

დღის ამბები