03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
რითი გარდაიცვალა კახა ბენდუქიძე? - ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება

58 წლის ასაკში გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. არსებული ინფორმაციით, ექსპერტიზა ორშაბათს ლონდონშია დაგეგმილი.

ბენდუქიძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, სწორედ ექსპერტიზის შემდეგ მოხდება ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენება.

კახა ბენდუქიძის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ცხედარი თბილისში ორშაბათსვე გადმოასვენონ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ექსპერტიზა დროულად დასრულდება.

კახა ბენდუქიძის სამშობლოში გადმოსვენების ზუსტი დრო უცნობია. ასევე უცნობია, თუ როდის გახდება ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები