03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
სამეგრელოდან თბილისისკენ კოლონა წუხელ დაიძრა

სამეგრელოდან ანექსიის გასაპროტესტებლად დედაქალაქის მიმართულებით სამასზე მეტი მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა წამოვიდა, რომელთაც გზადაგზა სხვა რეგიონის მოსახლეობაც უერთდება.

გამთენიისას ახალგაზრდებმა სიმბოლურად ენგურის ხიდთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც გალიდან და სოხუმიდან გადმოსულმა ახალგაზრდებმა აფხაზეთში მცხოვრებ თანატოლებს იგივე შინაარსის აქციის გამართვისკენ მოუწოდეს, რადგან, მათი თქმით, ანექსია ნიშნავს აფხაზეთს აფხაზების გარეშე. 

როგორც დეპუტატები აცხადებენ, სამეგრელოს რეგიონიდან მოსახლეობა თბილისში საქართველოს ერთიანობის მხარდასაჭერად ჩამოდის. 

"სამწუხაროდ, გაზპრომის აქციონერმა შეისყიდა საქართველო 2 მილიარდ დოლარად და ახლა ცდილობს, რომ პუტინს ორმაგად მიჰყიდოს, მაგრამ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს,"- აცხადებს რონალდ ახალაია.

ამავე თემაზე
დღის ამბები