03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
ქუთაისიდან 3 ათასი მოქალაქე აქციას შეუერთდება

3 ათასკაციანი კოლონა გამოვიდა ქუთაისიდან თბილისისკენ. იმერეთის მოსახლეობა დღეს დანიშნულ აქციას უერთდება. როგორც დეპუტატი გიორგი თევდორაძე ამბობს, დღეს თბილისში იმაზე მეტი ადამინი წავა, ვიდრე ამას ელოდნენ.

"ანექსიის თემამ სათანადო გავლენა იქონია, იმერეთიდან თბილისში 3 ათასი კაცი მიდის," - ამბობს გიორგი თევდორაძე.   

საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად, ქუთაისიდან აქციის მონაწილეები დროშებითა და შეძახილებით წამოვიდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები