03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
დღეს აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიხეილ სააკაშვილი მიმართავს

დღეს აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიხეილ სააკაშვილი მიმართავ. თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები არ აკონკრეტებენ, რა ფორმით მოხდება ექსპრეზიდენტის მიმართვა. 

აქციისთვის მზადება თბილისში უკვე დაწყებულია. "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით დღეს დედაქალაქში იგეგმება მიტინგი-მანიფესტაცია მოთხოვნით - "დაიცავი საქართველო, მოითხოვე ევროპა!".

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, სიტყვით გამოსვლისას შეეხებიან ყველა იმ საკითხს, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კუთხით დღეს პრობლემას წარმოადგენს.

"განვლილი 2 წლის განმავლობაში არასწორ პოლიტიკას ახორციელებს ეს ხელისუფლება და ყველაფერს აკეთებს, რაც რუსეთს დიდი ხნის ჩანაფიქრი აქვს," - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მსვლელობა ოთხ საათზე "ვარდების რევოლუციის მოედნიდან" დაიწყება. მანიფესტანტები რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან, სადაც პოლიტიკური ლიდერები და საზოგადოების წარმომადგენლები სიტყვით გამოვლენ.

პარლამენტის შენობის წინ მზადება უკვე დაწყებულია. აქ დღეს დილიდან მონტაჟდება სცენა.

ამავე თემაზე
დღის ამბები