03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
”თავისუფალი თაობა” კონტრაქციის მოწყობას არ გეგმავს

რამდენიმე ბრიფინგი გაიმართა დღეს დილიდან თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია ”თავისუფალი თაობა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს არ გამართვას რუსთაველზე ”ნაციონალური მოძრაობის” აქციის კონტრაქციას. როგორც ორგანიზაციის წევრები განმარტავენ, ეს შესაძლოა პროვოკაციის მიზეზი გახდეს და სწორედ ამის გამო აუქმებენ თავის აქციას.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ყველა თაობა საქართველოსთვის” კი მოსალოდნელ პროვოკაციებზე ლაპარაკობს.

როგორც "ყველა თაობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გია სალუქვაძე ამბობს, მას აქვს უკრაინიდან "უტყუარი" ინფორმაცია იმის თაობაძე, რომ "საქართველოში უკრაინიდან ჩამოსული არიან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომნლები, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ სეპარატისტებთან და იბრძოდნენ ყოფილ ხელისუფლებასთან შეთანხმებით. მათი ჩამოსვლის ძირითადი მიზანი კი არის მართული ქაოსის გამოწვევა და უკრაინული მაედნის მსგავსი პროცესების გადმოტანა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები