03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
კახა ბენდუქიძის შესახებ უკრაინულ ტელეარხზე ისაუბრეს

მიხეილ სააკაშვილი გუშინ საღამოს უკრაინის ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე სავიკ შუსტერის გადაცემის სტუმარი იყო. ჟურნალისტმა გადაცემა კახა ბენდუქიძეზე საუბრით დაიწყო.

ექსპრეზიდენტმა კახა ბენდუქიძის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და საქართველოს წინაშე მის დამსახურებაზე და როლზე გააკეთა აქცენტი.

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ კახა ბენდუქიძემ ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა.

უკრაინულ ტელეარხზე ექსპრეზიდენტთან ერთად კახა ბენდუქიძის შესახებ ისაუბრეს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ეკა ზღულაძემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი არველაძემ. 

„პუტინმა მითხრა, რატომ მიგყავს, იქნებ ჩემი აგენტიაო. მე ვუპასუხე, ნეტა სულ ასეთ აგენტებს აგზავნიდე მეთქი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხზე საუბრისას.

ექსპრეზიდენტის მსგავსად არველაძემ და  ზღულაძემ კახა ბენდუქიძის საქართველოს რეალობაში კახა ბენდუქიძის როლზე გაამახვილეს ყურადღება.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ გადაცემაში უნდა მიეღო კახა ბენდუქიძეს მონაწილეობა ლონდონიდან პირდაპირი ჩართვის საშუალებით და უკრაინაში დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. გუშინ კი "რუსთავი2"-თან ინტერვიუში სააკაშვილმა თქვა, რომ ის მიიღებდა მონაწილეობას კახა ბენდუქიძის ნაცვლად. 

ამავე თემაზე
დღის ამბები