03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
ინდონეზიის სანაპიროსთან ცუნამის განგაშია გამოცხადებული

ინდონეზიის სანაპიროსთან ცუნამის განგაშია გამოცხადებული. მიზეზი ქვეყნის აღმოსავლეთით მომხდარი 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაა.

სტიქიის ეპიცენტრი მოლუკის ზღვაში, 46 კილომეტრის სიღრმეზე იყო. პირველი მიწისძვრის შემდეგ რეგიონში მეორე 6 მაგნიტუდის ბიძგებიც განმეორდა.

სტიქიის შედეგად ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

დღის ამბები