03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
"არა პუტინის მარიონეტულ რეჟიმს!" - კიევში საქართველოს მხარდამჭერი აქცია გაიმართება

კიევში, მიხაილოვის მოედანზე დღეს საქართველოს მხარდამჭერი აქცია  სახელწოდებით "არა პუტინის მარიონეტულ რეჟიმს!" გაიმართება. 

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებით გავრცელდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის კუთვნილი ტერიტორიების ანექსიას გააპროტესტებენ, ასევე აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში შეტანილ ე.წ. შეთანხმებას რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაერთიანებული არმიის შექმნასთან დაკავშირებით. 

"ქართველი ხალხი უკრაინელებს ყოველთვის უჭერდა მხარს რთულ მომენტებში. მაიდანზე დაღუპულთა შორის საქართველოს ამაყი შვილებიც არიან. ჩვენ მთელ მსოფლიოს ვეუბნებით - საქართველო ერთიანი და განუყოფელია! აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! ყირიმი - უკრაინაა!" - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კიევში საქართველოს მხარდამჭერი აქცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება.

ამავე თემაზე
დღის ამბები