03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
"არა ნაციონალურ მოძრაობას!" - კონტრაქცია რუსთაველზე

„არა ანექსიას!“ დაგეგმილი აქციის პარალელურად ამწუთებში კონტრაქცია იმართება რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც 4 საათზე სხვა აქციაა დაგეგმილი.

კონტრაქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებდნენ და აცხადებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“წარმომადგენლებს აქციის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

„წერტილი დავუსვათ „ნაცმოძრაობად" წოდებულ პირსისხლიან ხროვას!” - ამ შეძახილებით მიმდინარეობს აქცია ვარდების მოედანზე.

„ჩვენ თვითონ აღვასრულოთ სამართლიანობა! დიდება უფალს, დიდება საქართველოს!“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მეტრო რუსთაველთან შეკრებილ "სახალხო დარბაზის" წარმომადგენლებს გადააადგილების საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს, რამაც გამოიწვია კონტრაქციის მონაწილეების უკმაყოფილება. 

"სახალხო დარბაზის" წარმომადგენლებმა დასლის გადაწყვეტილება მიიღეს და ადტოვეს რუსთაველის გამზირი.

ამავე თემაზე
დღის ამბები