03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
ვარდების მოედანზე ამ წუთებში მოქალაქეები შეკრებას იწყებენ

"ვარდების მოედანზე" ამ წუთებში უკვე იწყებენ შეკრებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ანექსიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რეგიონებიდან მოქალაქეებზე გარკვეული ზეწოლის ფაქტებს ჰქონდა ადგილი.

"სუს-ის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა მოქალაქეებზე. ასევე აღადგინეს საბჭოთა პერიოდის ტრადიცია და დაგეგმეს დღეს შაბათობა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მოქალაქეები ვერ წამოვიდნენ. ასევე გარდაბანში დაგეგმეს მარათონი და გზა გადაკეტეს. თიანეთში დაგეგმეს რალი, სადაც ასევე გზაა გადაკეტილი," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

მიტინგი-მანიფესტაცია დევიზით "არა ანექსიას!" დაახლოვებით 4 საათზე, სწორედ ვარდების მოედნიდან დაიწყება. მანიფესტანტები რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან, სადაც პოლიტიკური ლიდერები და საზოგადოების წარმომადგენლები სიტყვით გამოვლენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები