03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
სცემეს თუ არა გილეგაშვილს, ჯანდაცვის მინისტრმა არ იცის

სცემეს თუ არა გილეგაშვილს, ჯანდაცვის მინისტრმა არ იცის. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დავით სერგეენკო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ გილეგაშვილის მდგომარეობა უმჯობესდება. 

"რაც შეეხება იმას, ცემა იყო თუ არა, ვერაფერს დავადასტურებ. სცემეს თუ არა გილიგაშვილს, ეს საერთოდ ცალკე საკითხია და ამაზე არაფერი ინფორმაცია არ მაქვს," - აცხადებს მინისტრი სერგეენკო.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკრნალობას. ის საავადმყოფოში ხუთშაბათს ღამეს სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს. მას ქალ-ტვინის დახურული ტრამვა აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოტავსებული. ოფიციალური ინფორმაციით, ის წაიქცა და ამის შედეგად მიიღო ტრამვა. თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას სცემეს. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც სოფლის მეურნეობის სამინისტროში და არც მისი ოჯახის წევრები. ექიმების თქმით კი, მას მხოლოდ თავი აქვს დაზიანებული და სხეულის სხვა ნაწილზე არანაირი დაზიანება არა აქვს მიყენებული. 

დღის ამბები