03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
"არა ანექსიას!" - აქცია უკრაინაში (ფოტორეპორტაჟი)

კიევში ამ წუთებში, მიხაილოვის მოედანზე დღეს საქართველოს მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით "არა პუტინის მარიონეტულ რეჟიმს!" იმართება. 

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის კუთვნილი ტერიტორიების ანექსიას აპროტესტებენ.

აქცია კიევში წუთიერი დუმილით დაიწყო. აქციის მონაწილეებმა კახა ბენდუქიძის ხსოვნას პატივი მიაგეს. გარდაცვლილის მოსახსენიებელი პარაკლისი უკრაინელმა მღვდელმსახურებმა გადაიხადეს, რის შემდეგაც კიევში პოლიტიკური გამოსვლები დაიწყო. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები