03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა კახა ბენდუქიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა  კახა ბენდუქიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

აქციის დაწყებისას კახა ბენდუქიძესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა გიგა ბოკერიამ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, საქართველომ დაკარგა ადამიანი, რომელსაც ქვეყნის თავისუფლებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

"საქართველომ დაკარგა კახა ბენდუქიძე. ადამიანი, რომელმაც საქართველოს თავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანა. ის ყველაზე თანმიმდევრული იყო თავისუფლებისთვის ბრძოლაში, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები