03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
"ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვუთხრათ ივანიშვილს, რომ ქართველი ერი არ იზიარებს მის ოცნებას," - მიხეილ სააკაშვილი

"ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვუთხრა ივანიშვილს, რომ ქართველი ერი არ იზიარებს მის ოცნებას," - დღეს აქცია მიხეილ სააკაშვილის მიმართვით დასრულდა. 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა დღეს მწავავედ გააკრიტიკა ხელისუფლება და თქვა, რომ დღეს საქართველო ორი ურთიერთდაპირისპირებული მოდელის წინაშე დგას, - "ერთი მხრივ ეს არის ღირსეული საქართველო, მეორე მხრივ მიჭირხვნილი საქართველო," -  განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღევანდელი "ხელისუფლება ქვეყანას სრული იზოლაციისკენ მიაქანებს".

"ივანიშვილის ოცნებაში საქართველო არის ერთი პროვინციელი დიქტატურის ოცნებას მორგებული. ივანიშვილის საქართველო არის ჩუმად და ჩვენი საქართველო ხმაურობს. ივანიშვილის საქართველო არის დაჩმორებული და გაბანძებული. ჩვენი საქართველო არის ამაყი და ღირსეული," - ამბობს ექსპრეზიდენტი. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, "იქ, სადაც მთავრობა დუმს, ხალხმა ამოიღო ხმა". მისი თქმით, დადგა ის დრო, როცა მთელი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს და "ყველამ ვუთხრათ ივანიშვილს, რომ ქართველი ერი არ იზიარებს ივანიშვილის ოცნებას".

ამავე თემაზე
დღის ამბები