09 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
"არა ანექსიას!" - აქცია სტრასბურგში

აქცია გაიმართა სტრასბურგშიც. ევროპარლამენტის შენობის წინ 40-მდე ქართველი ემიგრანტი შეიკრიბა. მათ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ანექსიის მცდელობა გააპროტესტეს. უცხოეთში მცხოვრები ქართველები საქართველოს ხელისუფლებისგან უფრო აქტიურ ქმედებებს მოითხოვენ და მოუწოდებენ, იბრძოლონ, რათა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია არ მოხდეს.

სტრასბურგში ქართველებს უკრაინელებიც შეუერთდნენ და უკრაინასა და ასაქართველოში პუტინის პოლიტიკა გააპროტესტეს. 

დღის ამბები