03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
„არა ანექსიას! საერთო მტერი საერთო გამარჯვება!“ - აქცია უკრაინაში

"არა ანექსიას!, საერთო მტერი საერთო გამარჯვება!" - ამ ლოზუნგებით კიევში რამდენიმე საათის განმავლობაში აქცია მიმდინარეობდა. საპროტესტო აქციაზე უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები გვერდიგვერდ იდგნენ და ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს აპროტესტებდნენ.

კიევში აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც. ექსპრეზიდენტი აქციის მონაწილეებს გაესაუბრა.

სოლიდარული აქცია უკრაინაში  კახა ბენდუქიძის ხსოვნისადმი პატივის მიგებით წუთიერი დუმილით დაიწყო.

აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ქართველმა და უკრაინელმა მღვდელმსახურებმაც მიმართეს. მათი განცხადებით, ეკლესია საზოგადოების გვერდზე უნდა იდგეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები