03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
ბენდუქიძე მთაწმინდის პანთეონში უნდა დაიკრძალოს - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ კახა ბენდუქიძე მთაწმინდის პანთეონში უნდა დაიკრძალოს.

ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა  "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა. 

"კახა ბენდუქიძე, როგორც უპრეცედენტოდ დიდი საერთაშორისო სახელის მქონე ქართველი საზოგადო მოღვაწე და პატრიოტი უნდა დაიკრძალოს მთაწმინდის პანთეონში. თუ ამას ესენი არ იზამენ, ნებისმიერი მომავალი ნორმალური მთავრობა ამას აუცილებლად გააკეთებს," - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა. ის საქართველოში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ. ორშაბათს ცხედრის ექსპერტიზა იგეგმება და ჩამოსვენების საკითხები  მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები