03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
"ბენდუქიძის გარდაცვალება უკრაინისთვის დიდი დანაკლისია" - უკრაინული ტელეკომპანია

დიდი დანაკლისი საქართველოსთვის და უკრაინისთვის, - ასე ეხმაურება უკრაინული მედია კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას. ყველა სიუჟეტსა და პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კახა ბენდუქიძე ქართული რეფორმების არქიტექტორი იყო.

"ტელეკომპანია 24"-მა საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა, სადაც ხაზი გაუსვა, რომ მაიდანის მოვლენების შემდეგ კახა ბენდუქიძე წარმატებული რეფორმების გატარებაში უკრაინასაც აქტიურად ეხმარებოდა.

ტელეკომპანიამ სტუდიაში კახა ბენდუქიძის მეგობარი ბაჩო ქორჩილავა მიიწვია, რომელიც 2005–2010 წლებში უკრაინაში საქართველოს საელჩოს პრეს-მდივნად მუშაობდა. ინტერვიუს დროს წამყვანმა აღნიშნა, რომ კახა ბენდუქიძის გარდაცვალება უკრაინისთვის დიდი დანაკლისია.

ამავე თემაზე
დღის ამბები