03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
"აფხაზეთი და ოსეთი საქართელოა" - აქციები საქართველოსთან ერთად ევროპის რამდენიმე ქალაქშიც გაიმართა

"აფხაზეთი და ოსეთი საქართველოა!", "არა ანექსიას", "არა პუტინის პოლიტიკას" - ამ შინაარსის ტრანსფარანტები ეჭირათ ხელში პოლონეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში მცხოვრებ ქართველებსაც.

ისინი ვარშავაში, ათენსა და მიუნჰენში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან შეიკრიბდნენ და კრემლის მიერ საქართველოს ტერიტროიის ანექსია გააპროტესტეს.

ქართველებთან ერთად აქციაზე იმყოფებდნენ სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები, მათ შორის უკრაინელები, ვისთვისაც კრემლის პოლიტიკა მიუღებელია. დემონსტრაციებზე შესრულდა საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ჰიმნები.

ამავე თემაზე
დღის ამბები