03 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
ევროპის მოედნის სკვერს ტოლერანტობის სახელი დაერქმევა - ირაკლი ღარიბაშვილი

უახლოეს დღეებში ევროპის მოედნის ერთერთ სკვერს ტოლერანტობის სახელი დაერქმევა, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს 16 ნოემბერს ევროპის მოედანზე განაცხადა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერმინისტრის გარდა ესწრებოდნენ - დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, რელიგიათა საბჭოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, მინისტრთა კაბინეტის წერვები და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები. ევროპის მოედანზე შეკრებილებს ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართა. 

„ტოლერანტობა არის ის დემოკრატიული ღირებულება, რომლის დასამკვიდრებლადაც ჩვენ დიდი ძალისხმევა არ დაგვჭირვებია არასოდეს. დარწმუნებული ვარ, რომ არ დაგვჭირდება მომავალშიც. ასევე მინდა გითხრათ, რომ ტოლერანტობა, რომელიც უკვე ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა, გვავალდებულებს, რომ დავიცვათ და მომავალს შემოვუნახოთ ეს ძვირფასი ტრადიცია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას თქმით, ტოლერანტობა საქართველოს დედაქალაქის ევროპული პასპორტია და ყველაზე უკეთ ადასტურებს, რომ თბილისი და საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია.

„ტოლერანტობის სკვერი ამ ტრადიციის კონკრეტული გამოხატულება იქნება“, - აღნიშნა ნარმანიამ.

ღონისძიებაზე რელიგიათა საბჭოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა, რომ ტოლერანტობასთან დაკავშირებით ჩატარდება კულტურული ღონისძიებები და მოეწყობა კონკრეტული ფესტივალები.

„ეს მისცემს საფუძველს კიდევ უფრო ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნას და გაგრძელდეს ეს ურთიერთობები, რითაც გამოირჩეოდა ჩვენი ერი და ჩენი სახელმწიფო“, - დასძინა აბაშიძემ.

პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა ევროპის მოედნის სკვერისათვის ტოლერანტობის სახელის მინიჭებას და აღნიშნა, რომ კვლავ ბევრი საკითხია ტოლერანტობის მხრივ მოსაგვარებელი.

„აქედან უნდა იწყებოდეს ხილული ტოლერანტობა საქართველოში. თუმცა, ამით რ უნდა მთავრდებოდეს. ჩვენ გვაქვს ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ამ საკითხის მოგვარებას ვაპირებთ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები