09 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა დიდი ოცეულის სამიტი გამოძინების საბაბით დატოვა

ვლადიმერ პუტინმა დიდი ოცეულის სამიტი ნაადრევად დატოვა. რუსეთის პრეზიდენტმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია იმ დროს გამართა, როდესაც სამიტში მონაწილე მსოფლიო ლიდერები ოფიციალურ საუზმეზე იმყოფებოდნენ. პუტინმა განმარტა, რომ ნაადრევად გამგზავრება გადატვირთული გრაფიკის გამო გადაწყვიტა და თქვა, რომ ორშაბათამდე უნდა გამოიძინოს.

მსოფლიო ლიდერების კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამიტი კეთილმეგობრულ გარემოში მიმდინარეობდა.

მან უკრაინის კრიზისზეც ილაპარაკა და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც გააკრიტიკა. პუტინმა აღნიშნა რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უცხადებს უკრაინის პრეზიდენტი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს ეკონომიკურ ბლოკადას.

ამავე თემაზე
დღის ამბები