09 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ბარაკ ობამამ G20-ის სამიტზე რუსეთი უკრაინის გამო მკაცრად გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერი პირველი იყო, ვინც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა მთელი მსოფლიოსთვისაც, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დიდი ოცეულის (G20) სამიტზე განაცხადა.

ბარაკ ობამას თქმით, ეს ყველაფერი მალაიზიური თვითმფრინავის საზარელმა ჩამოგდებამაც დაადასტურა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის გამო, ევროკავშირი რუსი პიროვნებებისადმი დამატებითი ფინანსური სანქციების დაწესებას განიხილავდა. მან დასძინა, რომ ამ პიროვნებების სიის შედგენაზე მსჯელობენ, რადგან ახლანდელი ვითარება დამაკმაყოფილებელი კვლავ არ არის.

ამავე თემაზე
დღის ამბები