03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
ადლიის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აჭარაში ადლიის სანაპირო ზოლის გასამაგრებლად მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. დავით შავლიაშვილი ადგილზე არჩილ ხაბაძესთან ერთად იმყოფებოდა.

პროექტის მიხედვით, ადლიაში 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლის გამაგრება მიმდინარეობს, კეთდება სპეციალური ბარიერი, რომელიც შტორმისაგან ნაგებობისა და გზის დაზიანებას შეაჩერებს. სამუშაოებზე 100-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია. ადლიის სანაპირო ზოლის გამაგრება 5 მილიონ ლარი ჯდება და პროექტი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

დღის ამბები