03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
გორის მუნიციპალიტეტში ტესტირებას 700-მდე პირი გადის

გორის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეების ატესტაცია დილიდან დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

პირველი ნაკადი ტესტირებიდან უკვე გამოვიდა. კონკურსანტების განცხადებით, გამოცდა რთული არ იყო და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

გორის მუნიციპალიტეტში 102 ვაკანტურ ადგილზე 700-მდე ფიზიკურმა პირმა დაახლოებით ათას 500 აპლიკაცია. თითოეულ კონკურსანტს განაცხადის გაკეთებისას 1-დან 5-მდე აპლიკაციის შევსება შეეძლო.

ტესტირება დღეს საღამოს დასრულდება, რის შემდეგაც გასაუბრება ჩატარდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები