09 ოქტომბერი 2024,   18:16
ვრცლად
G20-ის ლიდერებმა პუტინს უკრაინიდან სამხედროების გაყვანა მოსთხოვეს

"დიდი ოცეულის" (G20) სამიტზე ვლადიმერ პუტინს მსოფლიო ლიდერებისაგან კრიტიკული განცხადებების მოსმენა მოუწია. სამიტის მონაწილეებმა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად კიდევ ერთხელ მოსთხოვეს რუსი სამხედროების გაყვანა და სეპარატისტების მხარდაჭერის შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები რუსეთს დამატებითი სანქციების ამოქმედებით ემუქრებიან.

განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და სამიტის მასპინძელმა, ავსტრალიის პრემიერმა გააკეთეს. ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები ერთ-ერი პირველი იყო, ვინც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა მთელი მსოფლიოსთვისაც. მისივე თქმით, ეს ყველაფერი მალაიზიური თვითმფრინავის საზარელმა ჩამოგდებამაც დაადასტურა.

ამავე თემაზე
დღის ამბები