03 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
დავით ნარმანიამ განახლებული აკრობატიკის სპორტული ცენტრი გახსნა

ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ზაზიაშვილის ქუჩაზე განახლებული ტანვარჯიშის სახეობის აკრობატიკის სპორტული ცენტრი გახსნა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა მერის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა გამოყო. ნარმანიამ განაცხადა, რომ მომავალში ცენტრი დამატებით ტექნიკურად აღიჭურვება.  

ცენტრში სიარულის სურვილი 200-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა - მათ შორის 117 სოციალურად დაუცველია - მათი სწავლის საფასურს თბილისის მერია იხდის.

დღის ამბები