20 ივნისი 2026,   15:45
ვრცლად
საპატრიარქო ილია მეორეზე: მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური. ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს. 

"ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური. ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს პატრიარქი კლინიკაში ღამით გადაიყვანეს. ილია მეორე ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ყველა საჭირო კვლევა უტარდება. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა საყურადღებოა.

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ ჯანდაცვის მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ადგილზე იმყოფებიან ტახტის მოსაყდრე შიო და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

დღის ამბები