09 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
ჯაშუშური სკანდალი რუსეთსა და ლატვიას შორის

რუსეთსა და ლატვიას შორის ჯაშუშური სკანდალი აგორდა. რუსეთის სპეცსამსახურებმა მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით ლატვიის სეიმის ყოფილი დეპუტატი დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს.

ტელეკომპანია НТВ-მ ალექსეი ხოლოსტოვის დაკითხვის კადრებიც გაავრცელა, სადაც ის აღიარებით ჩვენებას იძლევა და აცხადებს, რომ ის ეროვნებით რუსია, ლატვიის მოქალაქე და ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. რუსეთის ტერიტორიაზე კი ლატვიის სპეცსამსახურების დავალებით იმყოფება, რომელიც ამერიკული დაზვერვის დავალებით მოქმედებენ.

ამ თემაზე ტელეკომპანია ვრცელ გადაცემას ამზადებს, რომელიც НТВ-ს ეთერში დღეს საღამოს გავა. გადაცემის ანონსში ნათქვამია, რომ ჯაშუში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ФСБ-ს თანამშრომლის გადაბირებას ცდილობდა.

დღის ამბები