09 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
„ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ამერიკის მოქალაქეს მოკვეთეს თავი

ისლამისტმა ტერორისტებმა კიდევ ერთ ამერიკელს მოკვეთეს თავი. დაჯგუფება " ისლამური სახელმწიფოს " წევრებმა ინტერნეტში ვიდეო მასალა გაავრცელეს, სადაც მათივე მტკიცებით, პიტერ კესიგის სიკვდილით დასჯაა ასახული.

16 წუთიან ჩანაწერში კესიგითან ერთად "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სიკვდილით დასაჯეს 15 სირიელი ჯარისკაციც, რომლებიც ასევე მათ ტყვეობაში იმყოფებოდნენ.

26 წლის კესიგი, რომელიც სირიაში ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობდა, ისლამისტებმა ერთი წლის წინ აიყვანეს მძევლად. ტყვეობის პერიოდში მან ისლამიც კი მიიღო და სახელად აბდულ–რაჰმანი დაირქვა. პიტერ კესიგი უკვე მესამე ამერიკელი გახდა, რომელსაც ისლამისტებმა თავი მოკვეთეს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები