03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
15 ნოემბრის აქცია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ

აქცია, რომელსაც ყველაზე ხმამაღალი ქართული მოთხოვნა ყველაზე ხმამაღლა უნდა გაეჟღერებინა, დუმილით დაიწყო.

მთავარი გამომსვლელი თბილისის აქციას არ ესწრებოდა. ყოფილმა პრეზიდენტმა მიტინგის მონაწილეებს კიევიდან ტელე-ხიდის მეშვეობით მიმართა.

თბილისის აქციის მხარდამჭერი მიტინგი კიევის ცენტრში მიხეილ მთავარანგელოზის ტაძართან გაიმართა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გარდა აქ უკრაინელები და ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ, რომლებიც ასევე აპროტესტებენ რუსეთის მოქმედებას დონბასში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. მიხეილ სააკაშვილი თბილისის აქციას სწორედ აქედან ჩაერთო.

რუსეთის აგრესიის და ანექსიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომიტინგეები საქართველოს, უკრაინის და ნატოს დროშებით მივიდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც თავის განცხადებებში სწორედ რუსეთის მოქმედებებს და საქართველოს უმოქმედობას აკრიტიკებდნენ.

პოლიტიკოსების გარდა აქციაში საზოგადოებისთვის ცნობილი პირებიც ჩაერთვნენ - ისინი, ვინც თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაში ევროპულ ღირებულებებს ანიჭებს უპირატესობას.

მზადება აქციაში მონაწილეობისთვის მთელ საქართველოში და მსოფლიოს ბევრ ქალაქში 15 ნოემბრის დილიდან დაიწყო. საკუთრი ავტომობილებით და მიკროავტობუსებით მოხალისეები დედაქალაქში თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ.

ავტოკოლონები გამოვიდა სამეგრელოდან, აჭარიდან, იმერეთიდან და კახეთიდან. 

თბილისის აქციას სოლიდარობა ქართველმა ემიგრამტებმაც გამოუცხადეს. 15 ნოემბერს მსოფლიოს რამდენიმე დედაქალაქში ისმოდა შეძახილი „არა ანექსიას“,  „არა ოკუპაციას“.

მთელ მსოფლიოში ბავშვისთვისაც კი ცნობილი შეძახილით დაწყებული მიტინგი საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნების შესრულებით დამთვრდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები