03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებები და მათი მიზეზები

კვირის დასაწყისში, თბილისში კიდევ ერთი ქალი მოკლეს, ის ოცდახუთი წლის იყო, საბი ერქვა და უამრავი თანატოლი ქალბატონის მსგავსად, ისიც ოცნებობდა.

ის გეგმავდა შვილი ჰყოლოდა, უნდოდა ჰქონოდა ოჯახი, ჰყოლოდა მეუღლე და სილამაზის სალონი გაეხსნა.

მისი ახლობლები ყვებიან, რომ მას ბევრი გეგმა ჰქონდა, რომლის ბოლომდე მიყვანას აუცილებვლად სურდა.

”წვა, მშვიდი სახით”, - ასე დაარქვა გიორგი კიკონიშვილმა იმ საავტორო ბლოგს, რომელიც ტრანსგენდერის, საბი ბერიანის მკვლელობასა და სოციალურ ქსელში ამ ფაქტის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს მიუძღვნა.

ჟურნალისტმა, აქცენტები საზოგადოებაში, განსხვავებულებისადმი გამეფებულ სიძულვილზე და გახშირებული დანაშაულების მიმართ ადამიანთა ინდიფერენტულობაზე გააკეთა.

კიდევ ერთი სტატია, რომელიც საბი ბერიანის მკვლელობის გამო დაიწერა, ნათია გვიანიშვილს ეკუთვნის. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ჩვენს ქვეყანაში ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის ფაქტებს იკვლევდა, საბისთან სტუმრად ის ტრანსსექსუალთა პრობლემებზე სასაუბროდ მივიდა.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებებისადმი შესაბამისი კვალიფიკაციის მიუნიჭებლობა და სასამართლოს მიერ დამნაშავისათვის დაკისრებული ძალიან დაბალი სანქციები  - უფლებადამცველების აზრით, ეს ორი უმთავრესი მიზეზია იმისა, რომ უმცირესობებისადმი დისკრიმინაციული მიდგომები არ იცვლება.

სახელმწიფო ინსტიტუტების პარალელურად ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუცია, რომელსაც ქართულ საზოგადოებაში გამეფებული ძალადობრივი გარემოს განეიტრალება ხელეწიფება, სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველთა აზრით მართლმადიდებლურ ეკლესიაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები