03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების იმიტირებული ექსპერიმენტი

მომავალ კვირას ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წარმომადგენელი ადვოკატები საქმის მასალებთან გაცნობას დაასრულებენ. თუმცა, უკვე დღეს დაღუპულის ძმა აცხადებს, რომ მკვლელობის ვერსიისაკენ იხრება და ამის მიზეზები თავადვე დაგვანახა.

15 ოქტომბერს ეროსი კიწმარიშვილის მანქანაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. მისი მიზანი იყო დაედგინათ შეიძლებოდა, თუ - არა, მანქანაში მკვლელი ყოფილიყო და ისე გაესროლა, რომ სისხლის კვალი არ გადაეფარა. საბოლოოდ დაასკვნეს, რომ იქ არავინ მჯდარა.

ექსპერიმენტის მსვლელობისას სავარაუდო მკვლელის რამდენიმე პოზიცია განიხილეს.  

მაია ნიკოლეიშვილი ექსპერტიზის შედეგებს ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.

თავად ზურაბ კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ ექსპერტები ენთუზიაზმით არ მუშაობდნენ და უფრო უკეთ უნდა ემოქმედათ.

ზურაბ კიწმარისშვილს გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა კითხვებიც აქვს, რომელზეც ჯერჯერობით არ საუბრობს. ექსპერიმენტის მიმდინარეობით უკმაყოფილოა მათი ადვოკატიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები