03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
ევროპული ტანსაცმელი ქართული ხელფასით

დღეს საქართველოში მუშა ხელი ევროპაში ყველაზე იაფია. იაფია ჩინეთთან შედარებითაც კი და ეს დასავლურ ბრენდებს საქართველოსკენ უბიძგებს, სადაც ადამიანები ხშირად საარსებო მინიმუმზე ნაკლებადაც კი მზად არიან საკუთარი შრომა გაყიდონ.

დამწყებმა ჟურნალისტმა ნინო ბაქრაძემ პროფესია ერთი კვირით შეიცვალა იმის გასაგებად, თუ რა პირობებში მუშაობს სამკერვალო ფაბრიკებში დასაქმებული 7 ათასამდე მოქალაქე. ნინომ გამოცდილება „პოსტსკრიპტუმს“ გაუზიარა.

აღმოჩნდა რომ გაუსაძლის სიცხეზე, მტვერსა და ხმაურზე მეტად მუშებს დაბალი ანაზღაურება აღელვებთ. ორგანიზაცია ”სუფთა ტანსაცმლის” შეფასებით ტექსტილის სფეროში დასაქმებულის საშუალო ხელფასი საქართველოში 250 ლარია, რაც 20 ლარით ჩამორჩება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საქართველოში ტექსტილის სფეროს მიმართ ინტერესი ბოლო წლებია მზარდია, რისი ძირითადი მიზეზი ჩინეთში მუშახელის გაძვირებაა, წლიდან წლამდე საშუალოდ 20 პროცენტით. უკვე დღეს სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებული ჩინელის ანაზღაურება 130 ლარით აღემატება ქართველი მუშის ხელფასს. 

დღის ამბები