03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
პრემიერის მხარდამჭერი ჯგუფი - "ახალი დემოკრატები"

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხარდასაჭერად ჯგუფი იქმნება. სახელწოდებიდან ეს არ ჩანს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი დემოკრატების" მთავარი მიზანი ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერაა.

ერთი ორგანიზაციის ორი სათაურის საიდუმლო ბიუროკრატიაშია. როდესაც პრემიერის მხარდამჭერები სარეგისტრაციო საბუთებისთვის რეესტრს მიადგნენ, აღმოაჩინეს, რომ სახელწოდებაში ნებისმიერი პიროვნების სახელის ჩასაწერად ამ პიროვნების ადგილზე გამოცხადება იყო საჭირო.

იუსტიციის სახლში ხელმოსაწერად ღარიბაშვილის მიმყვანი არავინ აღმოჩნდა, ამიტომ ორგანიზაციას მხოლოდ „ახალი დემოკრატების“ სახელს დასჯერდა. ბეჭდის შცვლაც მოუწია და პრემიერმინისტრის სახელის ნაცვლად, ზედ ნეიტრალური გლობუსი დაიტანა. ორონდ, ბედის ირონია იყო,თუ დიზაინერისა, პლანეტა დედამიწამ ღარიბაშვილის მომხრეებს რატომღაც აფრიკის კონტინენტი მიუტრიალა.

მაისიდან დღემდე ამ ამოცანამ უკვე 4 ათასი ადამიანი გააერთიანა. კოალიცია "ქართული ოცნება" მათთან კავშირს უარყოფს.

ამავე თემაზე
დღის ამბები