03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
გაჭირვებული ოჯახები, რომლებსაც ბოლო იმედი - სოციალური დახმარება მოუხსნეს

სოფელ ლიხაურში მცხოვრები ბაბილოძეები ძირითადად ჩაით და პურით იკვებებიან. პენსიით თავის გატანა უჭირთ. 3 თვის წინ მათ სოციალური დახმარება მოუხსნეს.

მოხუცებულ ცოლ-ქმარს ერთი შვილი და 2 არასრულწლოვანი შვილიშვილი ჰყავთ. შვილი ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად თურქეთის პლანტაციებში სამუშაოდ წავიდა.

ტელეეკრანებზე გამოჩენა ერიდებათ, მაგრამ დახმარების ერთადერთი იმედი ესღა დარჩა. ზამთრისთვის ცოტაოდენნი კარტოფილი, სიმინდი, გოგრა და 5 კილო ფქვილი დარჩათ.

P.S. მობილი რამდენიმე ასეთ ოჯახზე მოგითხრობთ. თითოეულ მათგანს სოციალური დახმარება სხვადასხვა მიზეზით მოუხსნეს, ხელისუფლებას კი ამ დრომდე პასუხი არ აქვს და ქულების მინიჭების პრინციპის შეცვლას ჯერ ისევ ვერ ახერხებს.

დღის ამბები