03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
კახა ბენდუქიძის ცხედარს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდება

კაბა ბენდუქიძის ცხედარს ლონდონში დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდება, სწორედ ექსპერტიზამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, რა გახდა ”საქართველოს ცოდნის ფონდის” დამფუძნებლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. დღესვე უნდა გახდეს ცნობილი, როდის გადმოასვენებენ კახა ბენდუქიძეს საქართველოში.

 

"ორშაბათს ტარდება ექსპერტიზა და ამის შემდეგ გახდება ყველა დანარჩენი თარიღი ცნობილი. რაც ასევე ცნობილია, გამოსვენება შედგება დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან. ყველა ელოდება ამ ინფორმაციას, რომ ღირსეული დახვედრა მოუწყოს ჩვენი უნივერსიტეტის დამფუძნებელს," - განაცხადა პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ ლეჟავამ რუსთავი 2-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ბენდუქიძის ცხედარი ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს. წინასწარი ვერსიით, სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ბენდუქიძე დიდ ბრიტანეთში შვეიცარიიდან ჩავიდა, სადაც გულზე სტენტირების ოპერაცია გაიკეთა.

ამავე თემაზე
დღის ამბები