09 ოქტომბერი 2024,   18:17
ვრცლად
დონეცკში ჩამოგდებული ”ბოინგის” ნარჩენებს ექსპერტიზა ჩაუტარდება

დონეცკის ოლქში საერთაშორისო ექსპერტებმა პრორუსი ტერორისტების მიერ ჩამოგდებული ”ბოინგის” ნაწილების შეგროვება დაიწყეს. ნამსხვრევებს ხარკოვში ექსპერტიზისთვის გადაგზავნიან.

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი შეტაკებების შედეგად, სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სეპარატისტებმა ლუგანსკში უკრაინული ძალების პოზიციების გარღვევა სცადეს, თუმცა შეტევა მოიგერიეს.
უკრაინაში არსებული მდგომარეობა გერმანული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. პეტრო პოროშენკომ გაზეთ „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა, პუტინმა კი გერმანულ არხ ARD-თან საუბრისას უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა სეპარატისტების ლიდერებთან დილოგი დაიწყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები