09 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
ამერიკულ გემზე ნოროვირუსის ეპიდემია მეორედ გამოვლინდა

ამერიკულ საკრუიზო გემზე ნოროვირუსის ეპიდემია გამოვლინდა. ნაწლავური ინფექციით ბორტზე მყოფი 172 მგზავრი დაინფიცირდა, მათ შორის 14 ეკიპაჟის წევრია.

გემი ტაიტისა და ჰავაის კუნძულებზე 28-დღიანი კრუიზის შემდეგ ლოს-ანჯელესის პორტში შევიდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ გემზე ნოროვირუსით ათეულობით ადამიანი დაინფიცირდა.

ვირუსის ეს სახეობა კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამომწვევია და ინფიცირებულთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად ვრცელდება. ამჟამად გემზე, შეერთებული შტატების ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლის თანახმად, ინფექციის წყაროს სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები