03 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
„მგონი, ისე დაშინდნენ, რომ ჰგონიათ ახალ წლამდე ვეღარ მიატანენ. ეს ყველაფერი "ვარდების რევოლუციის" წინა თვეებს მაგონებს,“ - მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 15 ნოემბერს პირდაპირ ჩართვამდე ჩაწერილ კადრებს ეხმაურება, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა.

"ისე გაუჭირდა ივანიშვილს, რომ მუმიფიცირებული ჟურნალისტები საიდანღაც დააბრუნა და "რუსთავი 2-ის” კადრებს იპარავს. საახალწლო კურიოზებად ტელევიზიები, როგორც წესი, საკუთარ კადრებს უშვებენ და არა მოპარულს, ხოლო ივანიშვილის ნაყიდ ტელევიზიებს ნოემბერის შუა რიცხვებში ახალი წელი ელანდებათ," - წერს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ მის კადრებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და დაინტერესებული პირებისთვის განმარტავს, რომ მის გვერდით პირდაპირი ჩართვის დროს რუსეთ-უკრაინის ომის გმირები, სამოქალაქო სექტორის ლიდერები, დეპუტატები და ევროვიზიის გამარჯვებული რუსლანა იდგნენ.

„მგონი, ისე დაშინდნენ გუშინდელით, რომ ჰგონიათ ახალ წლამდე ვეღარ მიატანენ. ეს ყველაფერი "ვარდების რევოლუციის" წინა თვეებს მაგონებს,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტმა სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განცხადება Facebook -ის პირად გვერდზე გააკეთა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები