09 ოქტომბერი 2024,   18:15
ვრცლად
"მხოლოდ სანქციები შედეგს არ მოიტანს," - ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება შედეგს ვერ მოიტანს, თუ საერთაშორისო საზოგადოება ქმედით ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით არ განახორციელებს.

ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგზე, რომელიც ძირითადად უკრაინის თემას ეხება, ფედერიკა მოგერინიმ რუსთავი 2-თან ინტერვიუში ილაპარაკა.

„ვისაუბრებთ უკრაინაზე. ეს არის ჩვენი დღის წესრიგის მთავარი თემა. განვიხილავთ სანქციებს. ყველამ კარგად ვიცით, თუ ერთ მიმართულებით ვიმუშავებთ, მხოლოდ სანქციების დაწესება შედეგს არ მოგვცემს. ასევე განვიხილავთ რუსეთთან ურთიერთობას და დიალოგს, რომ უკრაინის კრიზისი მოგვარდეს. რაც შეეხება 2 ნოემბრის არჩევნებს, ჩვენ მას არალეგიტიმურად მივიჩნევთ და რა თქმა უნდა, ამაზეც ვისაუბრებთ,“ - განაცხადა ევროკომისარმა.

დღესვე ფედერიკა მოგერინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველო-ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე შეხვდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები