09 ოქტომბერი 2024,   18:15
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აკრიტიკებს

ავსტრალიიდან, „დიდი ოცეულის“ სამიტიდან დაბრუნებული ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აკრიტიკებს. რუსეთის პრეზიდენტმა გერმანულ ტელეარხს ინტერვიუ მისცა და ძირითადად უკრაინის კრიზისზე ილაპარაკა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინაში რუსოფობიური განწყობა ყალიბდება, რასაც კატასტროფული შედეგი მოჰყვება. ამის ხელშეწყობაში კი მან ევროპელები და ამერიკელები დაადანაშაულა. რუსეთის ლიდერმა ყირიმის ანექსიაზე რუსეთის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ მოსკოვს ნახევარკუნძულის მიერთებით საერთაშორისო სამართლის ნორმები არ დაურღვევია.

„ყოველთვის გვეუბნებიან, რომ პრორუსმა სეპარატისტებმა უნდა გააკეთონ ეს, უნდა გააკეთონ ის, თქვენ კი აიძულოთ. მეც ვეკითხები მათ, თქვენ რა გააკეთეთ კიევში თქვენს კლიენტებზე გავლენის მოსახდენად. მხოლოდ მხარს უჭერთ რუსოფობიურ განწყობას? სხვათა შორის, ეს ძალიან სახიფათოა. რაც შეეხება ყირიმის მიერთებას, ჩვენ არ დაგვირღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები. არ დაგვიმალავს არც ის, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ბლოკირება მოახდინეს. არა იმიტომ, რომ ვინმეს ხმის მიცემას ვაიძულებდით, არამედ იმისთვის, რომ სისხლისღვრა არ დაგვეშვა,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.   

ამავე თემაზე
დღის ამბები