03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
კახა ბენდუქიძე ეკონომიკური და სამთავრობო ცვლილებების არქიტექტორად იქცა, - NYtimes

ამერიკული გამოცემა The New York Times კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას ეხმაურება. გამოცემის მიერ მომზადებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ბიოლოგი, რომელიც საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში მსხვილი ბიზნესმენი გახდა, მოგვიანებით მის მშობლიურ საქართველოში გადამწყვეტი ეკონომიკური და სამთავრობო ცვლილებების არქიტექტორად იქცა.

სტატიის ავტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბენდუქიძე თბილისს საკუთარ სახლად მიიჩნევდა, ბოლო თვეები უკრაინაში გაატარა, როგორც პეტრე პოროშენკოს მრჩეველმა. გარდაცვალების პერიოდში კი იქ ოფიციალურ თანამდებობას ელოდა.

The New York Times-ის შეფასებით, დიდი კაცი, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, ყველგან ბაზრის ცვლილებისა და ეკონომიკური მოდერნიზაციისთვის ილაშქრებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები