03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
„რუსთავი 2“ ბოლო დროს მის გარშემო გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება

„რუსთავი 2“ ბოლო დროს ინტერნეტში მის გარშემო გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია მეგაშოუ „ნიჭიერის“ ვითომ დახურვის შესახებ, დღეს კი "რუსთავი 2"-ის წამყვანის, ნიკა არაბიძის გარდაცვალების შესახებ.

გაცნობებთ, რომ არც ერთი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მეგაშოუ „ნიჭიერი“ გრძელდება და დღეს ახალ, უფრო საინტერესო ეპიზოდს შემოგთავაზებთ. რაც შეეხება ნიკა არაბიძეს, ის ცოცხალია და ამაში შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ ამავე მასალაზე მიბმული ვიდეოს ნახვის შემდეგ. 

დღის ამბები